საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
ლონდონში დააპატიმრეს 63 წლის კაცი, რომელმაც 400 000 დოლარის ღირებულების ასობით კილოგრამი ყველი მოიპარა. პოლიციას მომხდარის შესახებ ყველის მწარმოებელმა კომპანია Southwark-მა აცნობა. მათი თქმით, კაცი სპეციალურ უნიფორმაში იყო გამოწყობილი, რამაც მიმწოდებლები დააბნია, რადგან იგი ოფიციალური დისტრიბუტორი ეგონათ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე თაღლითთან ჰქონდათ. კაცმა თანამზრახველებთან ერთად 22 ტონაზე მეტი ჩედარი გაიტანა. სამართალდამცველებმა სატვირთოები სამხრეთ ლონდონის გზაზე შენიშნეს და ადევნების შემდეგ მათი გაჩერება და დაკავება მოახერხეს.
მთავარი დამნაშავე და თანამზრახველთა ჯგუფი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. სასჯელის ფორმისა და ვადების შესახებ ამ ეტაპზე უცნობია. BBC წერს, რომ Southwark ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ყველის მწარმოებელი კომპანიაა. 100 გრამი ჩედარის ფასი 5 ევროს აღწევს. See less