პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
15 წლის ნია და 8 წლის თათული თავის ქალის მძიმე დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გოგონებს სასწრაფოდ სჭირდებათ საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ბავშვების დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
გოგონების გადასარჩენად თითო ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ დედის, სოფიო ხარშილაძის ანგარიშის ნომრებს, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგეძლებათ.
საქართველოს ბანკი: GE18BG0000000553349014;
თიბისი ბანკი: GE64TB7513745068100047;
მიმღები, სოფიო ხარშილაძე.
ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს მოხდა. გოგონები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, სახლთან ახლოს, გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ.