„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გიორგი რურუა გამოიკითხა. გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მივიდა.
ის სუსში მოწმის სახით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. საქმე ეხება შეთქმულებისა და ტერორიზმის მუხლებით მიმდინარე გამოძიებას, რომელზეც არაერთი ადამიანი უკვე გამოიკითხა.
„ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ეს იყო რაღაც დადგმული ცირკი, ასე ვთქვათ. შინაარსის გარეშე იყო ეს დაკითხვა. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს არც ტერორიზმთან, არც შეთქმულებასთან. ყავის მკითხაობაზე რომ იყოს მუხლი, იგივეა ზუსტად. არანაირი ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა საერთოდ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი რურუამ.