გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს - რას უნდა დააკვირდეთ სერიოზული ურთიერთობის დაწყებამდე

წყვილი

ბევრი ადამიანი გამხდარა საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატის მსხვერპლი და გულგატეხილი დარჩენილა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ღალატისკენ მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი. ამიტომ, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთგული იქნება თქვენი ინტერესის ობიექტი, უმჯობესია, სერიოზული ურთიერთობის დაწყებამდე მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანს დააკვირდეთ.

ვერძი – ერთგულია, თუმცა, უყვარს სიახლე და ავანტიურა. თუ პარტნიორი არ მოაწყენს და ეცდება, მის გვერდით მეტი დრო გაატაროს, ვერძი მისი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

კურო – ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. მას ღრმად სწამს სიყვარულის და სჯერა, რომ თუ შეუყვარდა, სიკვდილის ბოლომდე მისი ერთგული იქნება. თუმცა, თუკი ღალატის მსხვერპლი გახდა, შეუძლია, „რევანშის” სახით, თავადაც უღალატოს პარტნიორს და ამაზე უკან არ დაიხევს.

ტყუპები – არასტაბილური, საკმაოდ ცვალებადი ნიშანია. ამიტომ, მისი ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. შესაძლოა, ღალატზე არ წავიდეს, მაგრამ, ფლირტის სახით, მაინც ეცდება, ხანდახან გაძვრომ-გამოძვრომას, რადგან ეს მის ხასიათში დევს.

კირჩხიბი – არასტაბილურია და ნებისმიერ დროს შეუძლია, გიღალატოთ. ამის ბრალი მისი ცვალებადი ხასიათია. კირჩხიბი პრეტენზიული და ჭირვეულია. მუდმივ ყურადღებას ითხოვს. თუკი პარტნიორმა ყურადღება მოაკლო, იმისკენ გაიწევს, ვინც ამ ემოციურ დანაკლისს მარტივად შეუვსებს.

ლომი – საკმარისად პრინციპულია საიმისოდ, რომ ნამდვილ სიყვარულს უღალატოს. ამიტომ, თუკი მისი გულის მოგება შეძელით, მისი ერთგულების იმედიც გქონდეთ.

ქალწული – შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ. როგორც წესი, ქალწული მონოგამიურობით გამორჩეული ნიშანია. მისი წესრიგის სიყვარულისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა პირად ურთიერთობებზეც ვრცელდება.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშანს სამართლიანობის ძლიერი გრძნობა გამოარჩევს. ამიტომ, როგორც წესი, სასწორისგან გამიზნული ღალატი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, უვნებელი ფლირტისკენ გული მიუწევს, ამიტომ პარტნიორმა ეს ტრაგედიად არ უნდა აღიქვას. ნახეთ სრულად