1738418964
ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა ვაშინგტონში, 4 თებერვალს გაიმართება
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ვაშინგტონში 4 თებერვალს გაიმართება.
ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციისგან თეთრ სახლში მიწვევა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში 6 თებერვალს დაბრუნდება.