1771531835
ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" პირველ სხდომაზე მონაწილეებმა, ღაზის სექტორის დასახმარებლად, 7 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს
დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" პირველ სხდომაზე მონაწილეებმა, ღაზის სექტორის დასახმარებლად, 7 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს, 5 ქვეყანა კი მზად არის, ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები გაგზავნოს.
საერთაშორისო ძალებს ღაზაში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა დაევალებათ.
ცნობილია ისიც, რომ თავად შტატები "მშვიდობის საბჭოში" 10 მილიარდ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ "მშვიდობის საბჭო" ყველაზე პრესტიჟული ორგანოა, რაც კი ოდესმე შექმნილა.











