1771531835
გაერო-ში ირანის ელჩმა ანტონიუ გუტერეშს წერილი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ აშშ ირანს თავს თუ დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა
ირანის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა აგრესიის რეალურ რისკზე მიუთითებს, თავდასხმის შემთხვევაში ირანი გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩის, ამირ-საეიდ ირავანის მიერ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
ამირ-საეიდ ირავანიმ ანტონიო გუტერეში გააფრთხილა, რომ აშშ ირანს თავს თუ დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.
„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა ირანის მიმართ სამხედრო აგრესიის რეალურ რისკზე მიუთითებს“, – ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ თეირანს ომი არ სურს, მაგრამ „გადამწყვეტად“ უპასუხებს, ვაშინგტონი ქვეყანაზე იერიშს თუ მიიტანს.
„თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა“, – ნათქვამია წერილში.










