ტრამპი უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილებებს იმ შეფასებების საფუძველზე მიიღებს, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნებულ სპეციალურ წარმომადგენელს ექნება - მაიკ უოლცი

 მაიკ უოლცი

დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილებებს იმ შეფასებების საფუძველზე მიიღებს, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნებულ სპეციალურ წარმომადგენელს ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.

ამის შესახებ მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი ქალაქ ჯიდაში უკრაინის დელეგაციასთან გამართული ბოლო შეხვედრისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებს, რაც სტივ უიტკოფი მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.

„მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას, სტივ უიტკოფს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა და ჩვენამდე  შედეგებს მოიტანს, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტი ტრამპი შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს თავისი მოთხოვნები და, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს მოუწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.