„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან, მას შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამაყად აცხადებს The Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე: „უკრაინა არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას სამართლებრივად. აქ არაფერია სასაუბრო“. ეს განცხადება სერიოზულად აზიანებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთთან, რადგან ყირიმი წლების წინ დაიკარგა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობის პერიოდში და ეს თემა უკვე აღარც განიხილება. არავინ თხოვს ზელენსკის, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, მაგრამ თუ მას მართლაც სურს ყირიმი, მაშინ რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს ისე გადაეცა, რომ არცერთი გასროლა არ განხორციელებულა?“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„სწორედ ზელენსკის მსგავსი განცხადებები ართულებს ამ ომის დასრულებას. მას არაფერი აქვს საქებარი! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან, მას შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს“, - დასძინა მან.