1745354176
ტრამპი მაისში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც შესაძლოა, პუტინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიმართოს.
ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლივიტი ავრცელებს.
ლივიტის თქმით, ტრამპი 13-დან 16 მაისამდე საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.
რუსული მხარე კი ამ ტერიტორიას განიხილავდა, როგორც ტრამპისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის ერთ-ერთ ადგილს.