„რატომ დამღუპე გია, რას მერჩოდი...“ - რას წერს შვილებთან ერთად, ტრაგიკულად დაღუპული კაცის მეუღლე

ტრაგიკულად დაღუპულ მამას და შვილებს გლოვობენ

რუსთავში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ.

როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა კი ისინი გუშინ, რუსთავში იპოვეს.

მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული.

„რატომ დამღუპე გია რას მერჩოდი. ან შენ რათ დაიღუპე თავი და ან შენი ანგელოზებიც რომ გაიყოლე. როგორ მოვიშუშო ეს დარდი... მშვიდობით ჩემო ბიჭებო. მამასთან ერთად სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა. თქვენთვის ვილოცებ სანამ ვარსებობ ამ ქვეყნად. მიყვარხართ სამივე. მშვიდობით“,- წერს გიას მეუღლე, მზია გიგაური. 

„ვიზიარებ მზია, შენ ძალიან გიყვარდა ეს ბავშვები“. „სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა“; „გამძლეობას გისურვებთ ქალბატონო მზია“- წერენ სოციალურ ქსელში.