გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
ზოგადი რეკომენდაციები
მოერიდეთ ხალხმრავლობას და კონფლიქტურ სიტუაციებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში. მოერიდეთ გადატვირთვას, უძილობას და არაჯანსაღ საკვებს
23 აპრილი ასტროლოგიურად დინამიკური და სიფრთხილეს მოითხოვს. დღის განმავლობაში მთვარის ნეგატიური ენერგიის გაძლიერება მოსალოდნელია, რაც გავლენას მოახდენს როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე ჯანმრთელობაზე .
♈ ვერძი
შესაძლოა ახალი შეთავაზება მიიღოთ, თუმცა აუცილებელია ყურადღებით გადაამოწმოთ ყველაფერი, რათა შეცდომაში არ შეხვიდეთ .
♉ კურო
წარმატებული დღე გელოდებათ, ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. დაასრულებთ საქმეებს, რომლებიც წარსულში დაიწყეთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ ოჯახს .
♊ ტყუპები
დღეს ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურთ. არ შეეწინააღმდეგოთ მოვლენებს, პირიქით მიჰყევით და მიხვდებით, რომ ყველაფერი ისე დაეწყობა, როგორც თქვენ გსურდათ .
♋ კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება საინტერესო იდეები მოგივიდეს. გირჩევთ, მათ შესახებ კოლეგებს ან მეგობრებს უამბოთ – ეს იდეების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ .
♌ ლომი
ფინანსური საქმიანობისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით წარმატებული დღეა. გირჩევთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და რთული საკითხები მოაგვაროთ .
♍ ქალწული
მორიდეთ გარშემო მყოფების მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს. ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი ტაქტი გამოიჩინოთ და ზეწოლის ნაცვლად, დათმოთ .
♎ სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რთული დავალებაც დაასრულოთ და წვრილმან, რუტინულ საკითხებსაც გაუმკლავდეთ
♏ მორიელი
დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა და ცვალებად გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. სამუშაო იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ელოდით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარეზეა .
♐ მშვილდოსანი
ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და იმოქმედეთ! შეიძლება შედეგს პირველივე ცდაზე ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება .
♑ თხის რქა
ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ხართ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება და თქვენი სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ .
♒ მერწყული
იდეებით სავსე ხართ, მაგრამ მათი განხორციელების დრო ჯერ არ მოსულა. გირჩევთ რთული და საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებამდე საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ .
♓ თევზებიდღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მცირე წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ შეიძლება, გეგმების შეცვლა გაიძულოთ .
გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადია და შესაძლოა არ ასახავდეს თქვენს პირად სიტუაციას.
წარმატებულ და მშვიდ დღეს გისურვებთ!