VIDEO: „სეტყვა და ქარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა“ - ვრცელდება კადრები გურჯაანიდან
1745336693
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უარი თქვას უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონზე.
„ეს არის პირველი ოფიციალური სიგნალი პუტინისგან ომის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში, რომ რუსეთი, შესაძლოა, დათმობაზე წავიდეს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან შეჭრის დასასრულებლად“, – წერს გამოცემა.
ამავე დროს, „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრისას ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პუტინი ამ დათმობას იყენებს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის სხვა მოთხოვნებზე დაითანხმოს. ეს მოთხოვნები შეიძლება იყოს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების აკრძალვა.
„ამჟამად კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რათა დათმობაზე წავიდეს და ტრამპმა გამარჯვება გამოაცხადოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გამოცემასთან საუბრისას.