ტრამპი ირანზე: ომი ძალიან კარგად მიდის - როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ

ტრამპი

ირანთან დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციები ძლიერია.

„ომი ძალიან კარგად მიდის. როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.

„ირანი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი იყო. ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად მიდის“, - დასძინა მან.