ტრამპი: ირანმა შეხვედრა ითხოვა - ის ხვალ დოჰაში გაიმართება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს დოჰაში სამშაბათს შეხვდება.

„ირანმა შეხვედრა ითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება!“ - დაწერა მან ორშაბათს დილით, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ქაზემ ღარიბაბადიმ მანამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირისთვის არანაირი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა არ იყო დაგეგმილი.

ამავდროულად, აშშ-ის მაღალჩინოსანმა გუშინ CNN-ს განუცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებული ტექნიკური მოლაპარაკებები, ცეცხლის ბოლო გაცვლის მიუხედავად, გეგმის მიხედვით „გრძელდება“.