1785178622
ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.
კითხვაზე - პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს აწვდის სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს, რათა დაეხმაროს მათ სამიზნეების ამოღებაში. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? - ტრამპმა უპასუხა:
ჩვენ გავარკვევთ, არის თუ არა ეს სიმართლე. მე ვკითხავ პუტინს ამის შესახებ. გავარკვევთ... [ამას] დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენ ისინი მიწასთან გავასწორეთ.
Reporter: Zelensky says Russia is giving Iran satellite imagery of U.S. bases in the Gulf.
— Clash Report (@clashreport) July 27, 2026
Trump: We will find out if that's true. I will ask Putin about it.
It hasn't had much impact, if that's the case. pic.twitter.com/gbN1eyqym0











