ტრამპი: ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდა რელიგიის, რწმენის, ქრისტიანობისა და ღმერთისადმი რწმენის უდიდესი აღორძინება

დონალდ ტრამპი

ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდა რელიგიის, რწმენის, ქრისტიანობისა და ღმერთისადმი რწმენის უდიდესი აღორძინება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში - როგორც პირველი ოთხი წლის განმავლობაში, ისე განსაკუთრებით ამ ბოლო წელს - მოხდა რელიგიის, რწმენის, ქრისტიანობისა და ღმერთისადმი რწმენის უდიდესი აღორძინება. უდიდესი აღორძინება. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დიდ მეგობარს, ჩარლი კირკს. შესანიშნავი პიროვნება, დიდებული ადამიანი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ გვიყვარს რელიგია და გვიყვარს მისი დაბრუნება; ის კი ისეთი მასშტაბით ბრუნდება, რაც წარმოუდგენელიც კი იყო. ამის დანახვა მართლაც მშვენიერია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.