ტრამპი დღეს დაგეგმილ მიმართვაზე: მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ

ტრამპი

დაძაბულობა აშშ-სა და ნატოელ მოკავშირეებს შორის გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის სამხედრო ალიანსიდან გაყვანას. ამის მიზეზად მან ევროპელი წევრების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკისთვის ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმა დაასახელა.

ოთხშაბათს Reuters-თან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მოგვიანებით, ქვეყნისადმი მიმართვისას იტყვის, რომ ის „აბსოლუტურად“ განიხილავს აშშ-ის ნატოს ალიანსიდან გამოსვლას.

„მე ვისაუბრებ ჩემს ზიზღზე ნატოს მიმართ“, - განაცხადა მან დაგეგმილ გამოსვლაზე.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ნატოდან გამოსვლას, მან უპასუხა: „ოჰ, აბსოლუტურად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. თქვენ ასე არ მოიქცეოდით, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავით?“