„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ დაადანაშაულა საშიში რიტორიკის გავრცელებაში, რომელიც, მისი თქმით, ძალადობას იწვევს.
One America News-თან ინტერვიუში კითხვაზე, აქვს თუ არა დიდი გეგმები 2026 წელს საარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ მას უბრალოდ „გადარჩენა“ სურს.
„ჩემი დიდი გეგმები? მინდა გადავრჩე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი გეგმა. შეხედეთ, რა ხდება. ეს სიგიჟეა. იცით, რიტორიკა, რომელსაც ეს გიჟი „დემოკრატები“ იყენებენ, ძალიან საშიშია. მათ პოლიტიკა ძალიან საშიში გახადეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან საშიშია. ეს ძალიან ცუდია. და ამგვარი დაძაბულობა, ალბათ, დიდი ხანია არ ყოფილა ამ ქვეყანაში“, - დასძინა მან.