ტრამპი BBC-ის ახალი დირექტორის დანიშვნაზე: BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად კომპანია Google-ის ყოფილი მმართველი, მეტ ბრიტინი დაინიშნა.

როგორც გამოცემა წერს, BBC-ის ახალ დირექტორს ტრამპთან 7,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სასამართლო დავის მოგვარება მოუწევს.

საუბარი 2024 წელს BBC-ის ეთერში გასულ გადაცემა Panorama-ზე, სადაც ტრამპი თითქოს და ახალისებს 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილეებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გადაცემაში გასული ტრამპის გამოსვლა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.

„მათ მე მათქმევინეს წინადადებები და აბზაცები, რომელიც სინამდვილეში არ მითქვამს. ეს ძალიან საშინელი იყო. ამიტომ, ჩვენ მათ სასამართლოში ვუჩივლეთ და მათ აღიარეს დანაშაული. გჯერათ, რამდენად სამართლიანები არიან? ახლა კითხვა ისაა, თუ რამდენს მივიღებ [კომპენსაციის სახით]“, - თქვა ტრამპმა.

„მათ დასკვნები უნდა გამოიტანონ, იმიტომ რომ ისინი უსამართლოები არიან. ისინი უსამართლო ადამიანები არიან“, - დასძინა ტრამპმა BBC-ზე და თავის სარჩელზე საუბრისას.