1744879827
ტრამპი აცხადებს, აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება სურს

დონალდ ტრამპს სურს აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და „უფრო კონსერვატიულ წევრებს“ და მათ განუმარტა, რომ ის „მხარს უჭერს ხარჯების შემცირებას“.
„ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ ხარჯები, იმედია, ტრილიონ დოლარზე მეტით და ეს ყველაფერი შევა „ერთიან, დიდ, მშვენიერ კანონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებთან და სენატორებთან ერთად აქტიურად წაახალისებს ამ მასშტაბურ ხარჯების შემცირებას.