ტრამპი: აშშ უპასუხებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ საპასუხო ტარიფებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ საპასუხო ტარიფებს.

„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ აშშ-ისგან სარგებელი მიეღო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ირლანიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოქნილობა არსებობს, თუმცა ეს შეწყდება ტარიფების ამოქმედების შემდეგ.