წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
შვეიცარიაში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულთა კი ხუთამდე. დაღუპულთა შორის 16 წლის მოზარდია.
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა თავი განზრახ დაიწვა. მათივე თქმით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთში, კერცერსისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, როდესაც ავტობუსში მყოფმა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
შვეიცარიის ხელისუფლებამ 11 მარტს განაცხადა, რომ დამნაშავე, 65 წლის შვეიცარიელი მამაკაცი იყო.