თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.
წიგნის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრნენ.