„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
ინდოელმა კაცმა 0,25$ გამო დაწყებული სასამართლო პროცესი 22 წლიანი დავის შემდეგ მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
1999 წელს ინდოელ ადვოკატს, ტუნგნატ ჩატურვერტს რკინიგზამ მატარებლის ორ ბილეთში 21 პენსით (0.25 დოლარი) მეტი გადაახდევინა. კაცმა სასამართლოს მიმართა, სადაც საქმე 22 წლის განმავლობაში განიხილებოდა. ჩატურვერტი 100-ზე მეტ პროცესს დაესწრო, უამრავი დრო და ენერგია დახარჯა, თუმცა საკუთარი სიმართლე მაინც დაამტკიცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარკინიგზო კომპანია კაცს $188-ს გადაუხდის.