„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლისას დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემალებიან იჟევსკში თავდამსხმელს მოსწავლეები და მასწავლებელი.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი - სკოლის მოსწავლეებს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 34 წლის არტემ კაზანცევია, რომელიც იჟევსკის მკვიდრი და ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.