VIDEO: შემზარავი შემთხვევა რუსეთის სკოლაში - მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

რუსეთში, იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლისას დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. არის 20-ზე მეტი დაშავებული. ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემალებიან იჟევსკში თავდამსხმელს მოსწავლეები და მასწავლებელი.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი - სკოლის მოსწავლეებს. 

თავდამსხმელი შავ სამოსშია ჩაცმული. მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებში დამალვას ცდილობენ.

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 9 ადამიანი.

მთავარი სიახლეები