დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისის მერი, კახი კალაძე უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. დედაქალაქის პირველი პირი სამძიმრის წერილს twitter-ზე აქვეყნებს.
„ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების და მთელი უკრაინის გულისტკივილს“,-წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
კიევის ოლქში, ბროვარიში ჩამოვარდა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.