„ტომაჰავკები“ ძალიან საშიში იარაღია, ეს შესაძლოა, ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და ბევრ ცუდ რამეს, ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები“, არ გვინდა იმის გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების ომში გამოყენება, შესაძლოა, დიდ ესკალაციას ნიშნავდეს.

„„ტომაჰავკები“ ძალიან საშიში იარაღია. ისინი წარმოუდგენელი იარაღია. ეს შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და ბევრ ცუდ რამეს. ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები“. ჩვენ არ გვინდა იმის გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა:

„„ტომაჰავკების“ სანაცვლოდ, უკრაინა მიაწვდის ამერიკას საკუთარი წარმოების ათასობით უპილოტო საფრენ აპარატს“.

ზელენსკის თქმით, ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა გაიხსენა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს „ომი ერთ კვირაში უნდა მოეგო“, რუსული ტანკები რომ „ტალახში არ ჩარჩენილიყვნენ“.