1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საშვილოსნოს კიბოს იშვიათი და აგრესიული სახეობა სწრაფად იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახალი კვლევის თანახმად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამაში ერთ-ერთი დამნაშავე თმის ქიმიური გასწორება შეიძლება იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
თითქმის 11 წლის განმავლობაში, აშშ-ს გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევრები აკვირდებოდნენ საშვილოსნოს მქონე 33 947 ზრდასრულ ადამიანს. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
მათ, ვინც თმის ქიმიური გამასწორებელი პროდუქტი გამოკითხვამდე 12 თვის განმავლობაში ოთხზე მეტჯერ გამოიყენეს, საშვილოსნოს კიბოს განვითარების 155%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს გამოუყენებია თმის ქიმიური გამასწორებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვინც არასდროს იყენებდა თმის გასასწორებელ საშუალებებს, ჰქონდათ საშვილოსნოს კიბოს განვითარების 1,64%-იანი შანსი. ეს რიცხვი იზრდება 4,05%-მდე მათთვის, ვინც ხშირად ისწორებს თმას ქიმიურად.
ეს შემაშფოთებელი შედეგები მოდის უახლესი კვლევების სერიიდან, რომელიც აკვირდებოდა ფართოდ გამოყენებულ ქიმიკატებს, რომლებიც არღვევს ენდოკრინულ სისტემას. ჭარბი ჰორმონები, როგორებიცაა: ესტროგენი და პროგესტერონი - წარსულში იყო დაკავშირებული საშვილოსნოს კიბოსთან. თმის ბევრ პროდუქტს შეუძლია, მიჰბაძოს ამ ბუნებრივ ჰორმონებს და დაუკავშირდეს მათ რეცეპტორებს.
NIH-ის მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ თმის პროდუქტებში შემავალ კონკრეტულ ქიმიკატებს, რომლებსაც უკავშირდება კანცეროგენული ეფექტები, მაგრამ პარაბენები, ფტალატები და ფორმალდეჰიდები ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.
ადამიანის სკალპი ადვილად შთანთქავს ქიმიკატებს, რომლებიც კანის სქელ უბნებში რთულად შედის. თმის გასწორებამ ან ფენით გაშრობამ შეიძლება თერმულად დაშალოს ქიმიკატები თმაზე, რაც გამოიწვევს პოტენციურად უფრო სახიფათო ეფექტებს. ავტორების თქმით, კიბოს რისკის ზრდას, დაბალი ფიზიკური აქტივობაც უწყობს ხელს.
ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტებსა და საშვილოსნოს კიბოს შორის კორელაციის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე, აუცილებელია, გვესმოდეს, თუ როგორ მოქმედებს ეს პროდუქტები ჩვენს ჯანმრთელობაზე.