The Telegraph: გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობდა

აუგუსტ ჰანინგი

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, რომელიც გუშინ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციას აზერბაიჯანს აწვდიდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, ჰანინგი, რომელიც ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას 1998 - 2005 წლებში იკავებდა, გადადგომის შემდეგ კერძო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა.

კომპანიაში მუშაობისას მან შექმნა ანალიტიკური დასკვნა, რომელიც აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახურს გაუგზავნა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დასკვნაში საიდუმლო მასალებიც იყო გამოყენებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობა აქვს რუსეთთან, ისრაელთან, თურქეთთან და აშშ-თან.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა MI6 შიშობს, რომ ჰანინგმა მათ მიერ მოპოვებული და შემდეგ გერმანიისთვის გაზიარებული საიდუმლო მასალებიც გადასცა მესამე მხარეს.

✕