სუსი სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს - ვინ დააკავა უწყებამ

სუსი სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.

 

✕