სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო 
დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო 
გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მის მართვაში არსებული ავტომანქანის გამწევის 
სატვირთო ნაწილში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, 
რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344¹ მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕