თეთრ სახლში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

tetri saxli

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

მედია თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, ელჩის დაბარება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციულ ქმედებებს“ უკავშირდება.

„გასულ ღამეს ჩინეთის ქმედებების შედეგად, ჩვენ დავიბარეთ ელჩი თეთრ სახლში, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს - შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა კირბიმ.

გუშინ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, „ოპ-ედი“ გამოაქვეყნა, სადაც მან დავის ესკალაციის შესახებ ჩინეთს თვალთახედვა წარმოადგინა. „ოპ-ედში“ „რატომ ეწინააღმდეგება ჩინეთი პელოსი ვიზიტს ტაივანში?“, ელჩ წერს, რომ „როდესაც ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წლის 1-ელ იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან ერთობლივ კომუნიკეში აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი კანონიერი მთავრობაა“.

“მას შემდეგ ოთხი ათეული წელი გავიდა და შეერთებული შტატები დიდი ხანია მზადაა, არ განავითაროს ოფიციალური ურთიერთობები ტაივანთან. პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მესამე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია. ასეთმა ვიზიტმა ღიად დაარღვია ამერიკის ვალდებულება, არ განავითაროს ოფიციალური ურთიერთობები ტაივანთან“, - წერს ელჩი.

ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა, 3 აგვისტოს კი ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.