ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საჰაერო კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
CNN-ის ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ დარბის კომპანიის ტერიტორიაზე დამნაშავე, რომელსაც ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, შტაბ-ბინის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.