ტეხასში 3-განზომილებიანი პრინტერით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა

ტეხასი

ტეხასში 3-განზომილებიანი პრინტერით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ავტორი Sunday Homes-ია. კომპლექსი ქალაქისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს და მცხოვრებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს. 60 ჰექტარზე გაშენებული მინი ქალაქი სასტუმროებს და 18 საცხოვრებელ სახლს აერთიანებს.

კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე ვხვდებით აუზებს, ბარს, სცენას, რესტორნებსა და ბარბექიუს სივრცეებს - ყველაფერი 3-განზომილებიანი პრინტერით შეიქმნა. სამშენებლო კომპანიის განცხადებით, საკუთრების ფასი $900 000-დან იწყება.

"Sunday Homes at El Cosmico მოგცემთ იშვიათ შესაძლებლობას, გქონდეთ 3D დაბეჭდილი სახლები, რომლებიც შექმნილია განსაკუთრებულად დინამიკური და ინოვაციური გუნდის მიერ", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ამჟამად ხელმისაწვდომი სახლები 2, 3 ან 4 საძინებელს აერთიანებს. გაყიდვა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მფლობელები კი რამდენიმე დღის წინ ადგილზე ოფიციალურად გადავიდნენ საცხოვრებლად.