კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ამერიკას გავლენა ჰქონდა ისრაელის ქმედებებზე. ამის შესახებ მან „სიბიესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის თქმით, ხშირად არ ჩანს, რომ აშშ-ს ისრაელზე აქვს გავლენა, რაზეც ჰარისმა უპასუხა, რომ სწორედ ამერიკის ზეწოლამ გამოიწვია რიგი ქმედებები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის მხრიდან.
„ჩვენი დიპლომატიური მუშაობა ისრაელის ხელმძღვანელობასთან არის მუდმივი მცდელობა, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი პრინციპები, რომლებიც მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებას, ამ ომის დასრულების აუცილებლობას, შეთანხმების მიღწევის საჭიროებას, რომელიც გაათავისუფლებს მძევლებს და შექმნის ცეცხლის შეწყვეტის პირობას. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ზეწოლას ისრაელზე და რეგიონზე“, – განუცხადა ჰარისმა ჟურნალისტს კითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს გავლენა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე.