კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სპეკულაციებს ეხებოდა.
მისი თქმით, ამ თემით სპეკულირებს ზუსტად ის ძალა, რომელმაც 2008 წელს ჩააბარა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები.
„ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი ვინც 2008 წელს, ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მიწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე, რომ ეს ხალხი, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს, რომ აყენებს ეს არის ფარისევლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.