"თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ" - NATO-ს გენერალური მდივანი

მარკ რუტე

"თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარკ რუტეს თქმით, ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით ღრმად არის შეშფოთებული.

"ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ოთხ ან ხუთ წელიწადში ასე ვეღარ ვიქნებით. თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში და მეტი შესაძლებლობების წარმოება. ეს ვერ მოიცდის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი საზოგადოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამძლეობა", - განაცხადა მარკ რუტემ.