საქართველოში ამინდი იცვლება – სად იქნება ჭექა-ქუხილი და სად გაძლიერდება სიცხე
1785321335
თალიბებმა ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას რუსეთთან, ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის მიწოდების შესახებ. ინფორმაცია “როიტერს“ ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰაჯი ნურუდდინ აზიზიმ დაუდასტურა.
აზიზიმ თქვა, რომ რუსეთმა თალიბანის ადმინისტრაციას შესთავაზა ფასდაკლება საქონლის საშუალო გლობალურ ფასებზე. ეს პირველი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებაა, რომელიც თალიბებმა დადეს მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.