ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს - მედია

რუსი ტურისტი

ნორვეგიამ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს, ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ემილი ენგერ მეჰლმა განაცხადა

„თუ საჭირო იქნება, ჩვენ სწრაფად დავკეტავთ საზღვარს და ცვლილებები შეიძლება, მოხდეს უმოკლეს დროში”, - თქვა მეჰლმა და დასძინა, რომ ნორვეგიაში ფინეთთან შედარებით ცოტა ადამიანი მიდის და აქ სიტუაცია განსხვავებულია.

„სტორსკოგი არის ჩვენი ერთადერთი სასაზღვრო პუნქტი რუსეთთან. ჩვენ მჭიდრო დიალოგში ვართ პოლიციასთან და საბაჟოებთან საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ყურადღებით ვამოწმებთ ყველა ჩამოსულს“, - თქვა მეჰლმა.

 ცნობისთვის, ფინეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყანა რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს.