პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და აფხაზეთის მცხოვრებლებს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკაში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.
პუტინის განცხადებით, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მოკავშირეობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება.
„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავამყაროთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელი სპექტრი ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე", - ვკითხულობთ პუტინის მისალოც განცხადებაში.
მანვე აფხაზებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. 2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
ავტორი: თეა შონია