„თალიბანმა“ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე კონტროლი სავარაუდოდ აშშ-ს გადასცა

„თალიბანმა“ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე კონტროლი სავარაუდოდ აშშ-ს გადასცა

პაკისტანელი ჟურნალისტის, ზარკ შაბაბის ინფორმაციით, „თალიბანმა“ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე კონტროლი სავარაუდოდ აშშ-ს გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები, მათ შორის C-17, სავარაუდოდ ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს და დაზვერვის მაღალჩინოსნები ჩაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალი რანგის პირების ჩასვლა, როგორიცაა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, მიუთითებს აშშ-ის დაზვერვის მნიშვნელოვან ინტერესებზე რეგიონში.

ბაგრამის საჰაერო ბაზა იყო აშშ-ის უდიდესი სამხედრო კერა ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტის დროს და მასზე კონტროლი შეიცვალა მას შემდეგ, რაც თალიბებმა აიღეს ავიაბაზა 2021 წლის აგვისტოში, აშშ-ის ქაოტური გასვლის შემდეგ.

ბოლო განცხადებაში, „თალიბანის“ სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, უარყო ცნობები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ და მას პროპაგანდა უწოდა.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თალიბანი“ არ დაუშვებს უცხოელების სამხედრო ყოფნას ავღანეთში.