„თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დანიშნა

თალიბანი

„თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დანიშნა.  ამის შესახებ  მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა. 

ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  ექიმი მალალაი რაჰიმი ქაბულის სპეციალიზებული სამშობიაროს ხელმძღვანელად, ექიმი არიანი კი ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა.