„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა

თალიბანი

„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა.

ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს.

„თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მედიის ინფორმაციით, თალიბების დელეგაციაზე იქნება ზემოქმედება, შეასრულოს დაპირებები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდ მილიარდობით დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს, რომელიც ამჟამად გაყინულია.