1692302192
სენაკში კაცი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი

სენაკში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაჭრის ფაქტზე ბრალდებული, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.