ტაჯიკეთში, ბოლო 24 საათში, 4 მიწისძვრა მოხდა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

miwiszvra

ტაჯიკეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა. მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.9 მაგნიტუდის. ბიძგები დაფიქსირდა დუშანბეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაშტის რეგიონში, ტაჯიკეთის დედაქალაქიდან 158-163 კილომეტრის დაშორებით.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე სახლი და სკოლის შენობა დაინგრა. აღმოსავლეთ ტაჯიკეტში რაშტის რაიონში, სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.