ტაივანში კაცი დაშორდა ცოლს, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ბანაობდა

ბანაობა

ტაივანელი კაცი ცოლს ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო დაშორდა. კაცის თქმით, მისი ცოლი, ლინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ბანაობდა და იხეხავდა კბილებს.

სასამართლოზე კაცმა თქვა, რომ ის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო,  რადგან წყვილს სექსი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მისი ყოფილი ცოლის ბანაობის შემდეგ ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ ცოლ-ქმარს, დაახლოებით 10-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, შვილიც არ ჰყოლია.