ტაივანმა უარყო ჩინეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინური გამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთენ

მფრინავები

ტაივანი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს. 

ამის შესახებ BBC წერს. 

ტაივანმა უარყო ჩინეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინური გამანადგურებლები ტაივანის სრუტეზე დაფრინავდნენ.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ „ტვიტერზე“ ოფიციალური პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს რომ ხელი არ შეუწყონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.