ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.
თვითმფრინავი, რომელშიც ნენსი პელოსი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.
ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ცნობისთვის, ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.